ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ, ტვიტერის მიკრობლოგზე ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება, -"ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ნატოში. ყველა მექანიზმი მზად არის იმისთვის რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა," – წერს ვერშბოუ.
შეხვედრა გუშინ, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრებოდა. შეხვედრაზე 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი განიხილეს.
სხდომის შემდეგ ვერშბოუმ დაადასტურა, რომ ალიანსი მიზნად ისახავს სტრუქტურის გაძლიერებას საქართველოში. მან "მყარი" უწოდა პარტნიორობას ნატოსა და საქართველოს შორის.

მასალის გამოყენების პირობები






