პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის არსებული ჯარიმების ნაწილის გაუქმებაზე იმსჯელებენ. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრება, რომელიც დეპუტატებს პროექტის დეტალებს განუმარტავს.
ჯარიმების ნაწილის გაუქმების შესახებ ინიციატივა პარლამენტს იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა. საქმე ეხება 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმებულ მოქალაქეთა ამნისტიას.
უმრავლესობის წევრის თამარ კორძაია იმ მიზეზებს განმარტავს რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ჯარიმისგან თავისუფლდება.
„სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება კანონით შეზღუდულია, სტუდენტები კი გადახდისუუნაროთა კატეგორიაში შედიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული სახდელებისაგან,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






