ჯაბა ებანოიძე, გიორგი წიკლაური, ხატია შელია და გია გეწაძე უახლოეს დღეებში უკრაინის მოქალაქეობას და იუსტიციის სამინისტროში თანამდებობებს მიიღებენ.
საქართველოს იუსტიციის ექსმინისტრის ყოფილი მოადგილე ჯაბა ებანოიძე უკრაინის სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნება.
"ჯაბამ ჩვენ გუნდთან ერთად 9 თვის განმავლობაში იმუშავა, როგორც საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც უშუალოდ ამუშავებდა უკრაინის სარეგისტრაციო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო-აღმასრულებელი სამსახურის რეფორმირების კონცეფციას", - აღნიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებაში კიდევ ერთი უცხოელი - გიორგიწიკლაური იმუშავებს.
რა შეეხება გიორგი წიკლაურს, პეტრენკოს თქმით, მას საქართველოს სარეგისტრაციო სამსახურში არც თუ ცოტახნის გამოცდილება აქვს. "ის დაგვთანხმდა, მოსულიყო ჩვენთან სამუშაოდ. ჯაბასთან ერთად დანერგავენ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ შევათანხმებთ იუსტიციის სამინისტროს რეფორმირების კუთხით", - განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.
გარდა ამისა, უკრაინის სააღსრულებო სამსახურში იმუშავებს ხატია შელია, რომელიც მინისტრის ინფორმაციით, სამსახურის მმართველ თანამდებობას დაიკავებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






