„მე ვფიქრობ რომ ეს შეიძლება იყოს ეროვნული ლეგიონის დისკრედიტაციის მცდელობა, მინდა დავიტოვო იმედი რომ ეს ესე არ არის.
დარწმუნებული ვარ წულუკიანის არც ერთ წინაპარს არ დაუცვია საქართველო და ეს განცხადება მაგ პიროვნებისგან ნორმალურად მიმაჩნია,
ჩვენ კოორდინირებას გვიწევენ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები, როგორიც არის, უკრაინის თვდაცვის სამინისტრო, ასევე რამდენიმე სამხედრი ბატალიონი. ასე რომ, ჩვენ რაიმე ბანდფორმირებებთან არანაირი კავშირი არ გვაქვს
ეს განცხადება უნდა მიმართონ იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც დღეს იბრძვიან რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის დასარღვევად და ტერიტორიების მისათვისებლად. მე ძალიან მინდა რომ მაგ კანონმა იმოქმედოს ზუსტად მაგ პიროვნებების წინააღმდეგ.“- აცხადებს მამულაშვილი.
აღნიშნულ კანონპროექტს გამოეხმაურა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი უკარაინაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ირაკლი ქურასბედიანი , მისი განცხადებით, თუ კანონში უკანონო ბანდფორმირებების შესახებაა საუბარი მაშინ ამ კანონის მოქმედება მათზე არ ვრცელდება.
„აქ არანაირი უკანონო ფორმირებები არ არსებობს, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალებია, ჩვენი და სირიის საკითხი სხვადასხვა რამეა, იქ ტერორისტები არიან, ყველამ კარგად იცის, იქ რა ხდება და აქ რა ხდება. ჩვენი გაიგივება თუ ვინმეს მოუნდა არა მგონია“- აღნიშნა ქურასბედიანმა „რუსთავი 2“ თან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






