რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით მისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია .
კარასინი თქმით სამუშაო კონტაქტი მხარეთა შორის არ შეწყვეტილა თუმცა მათი შეხვედრის დრო დამატებით შესათანხმებელია.
„მთელი ამ დროის განმავლობაში სამუშაო კონტაქტში ვიმყოფებით, მაგრამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა მოვილაპარაკოთ. ეს საკითხი დამატებით შეთანხმებას საჭიროებს“, - განაცხადა კარასინმა.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ბოლო შეხვედრა პრაღაში ოქტომბერში შედგა. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება იყო.
მასალის გამოყენების პირობები






