გია კორკოტაშვილი ახალი ორგანიზაციის შექმნას იმ მიზნით აპირებს, რომ ხელისუფლება აზრზე მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამოქალაქო დაპირისპირებას და სისხლისღვრას პროგნოზირებს.
„გვინდა ცოტა აზრზე მოვიყვანოთ ხელისუფლება, თორემ თუ კიდევ „ვთოხლეთ“, ხვალ უფრო დიდი სასწაულები მოიხდება- ქართველი კაცი სისხლის ბოლო წვეთს დაღვრის, მაგრამ ნაცების მობრუნებას არ დაუშვებს. თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, ქვეყანა უკან კი დაიხევს, მაგრამ ნაციონალებისა და კოჰაბიტანტი „ოცნებისგან“ გათავისუფლდება. მართლა სისხლი დაიღვრება.“- აღნიშნავს კორკოტაშვილი და აცხადებს სამოქალაქო ომის შემდეგ ხელისუფლებაში მისი თანამოაზრეები მოვლენ.
„ის ხალხი ვინც შეიძლება, ევროპისთვის მისაღები არ ვიყოთ, მაგრამ ნორმალურ ქვეყანას ავაშენებთ. აბა რა ვქნათ , ასპარეზი ისევ „ნაცებს“ დავუთმოთ?“
კორკოტაშვილი რუსეთთან პრობლემების მოგვარებას დიალოგის აღდგენით გეგმავს:
„რაც უნდა მოხდეს, რუსეთტან დიალოგი უნდა აღდგეს. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მისთვის არაფერია და დაგვიბრუნოს. ეს აქამდე იმიტომ რომ ვერ მოხერხდა, სააკაშვილი პუტინს ლილიპუტინს ეძახდა, „ოცნების“ დროს კი ალასანია ამბობდა ნატოს ბაზები უნდა აშენდეს საქართველოშიო. იმის გამო, რომ აშშ-ს ვასიამოვნოთ, რუსეთს ჯოხი არ უნდ ავუჩიჩხინოთ! ნუ დავუძახებთ ბაბაიას, დაქოქავს ტანკებს და დაგვიმთავრებს ლაპარაკს. თუ აშშ-სკენ წავალთ, რუსები ჩაგვტორავენ.“- აცხადებს კორკოტაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






