ირაკლი ღარიბაშვილმა, გამოცემა Leaders-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებსა და ქვეყნის მომავალ მიზნებზე ისაუბრა.
"ნიუპოსტი" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ ინტერვიუს, უცვლელად გტვაზობთ:
„მე გავიზარდე საბჭოთა კავშირში და კარგად მახსოვს ის რთული პერიოდი.
შემდეგ სასწავლებლად ევროპაში წავედი. პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდი, რადგან ეს ყოველთვის მაინტერესებდა. ყოველთვის მქონდა განცდა,რომ რაღაცის უკეთესებოსიკენ შეცვლას შევძლებდი. დიდი პატივია ემსახურო ქვეყანას და ხალხს.
ახლა უნიკაკლური შანსი გვაქვს შევქნათ ნამდვილი ევროპული სახელმწიფო. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქვეყანამ რთული ტრანსფორმაციის პერიოდი გაიარა. იყო არეულობები, სამოქალაქო ომები და ბოლსო 2008 წლის აგვისტოს ომი.
ჩვენს ხალხს დიდი სურვილი აქვს განვითარებისა და დემოკრატიის, სწორედ ამიტომ არის ახლა ის დრო, საქართველო ნამდვილ ევროპულ ქვეყნად ტრანსფორმირდეს.
ბოლო ორი წლის მანძილზე, ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები სახელმწიფო კორუფციის, დაუსჯელობის წინააღმდეგ. ჩვენ შევქმენით ნამდვილი დემოკრატიული მმართველობის სისტემა, უფრო ღია, ანგარიშვალდებულია და პატივს სცემს კანონის უზენაესობას.
კონსტიტუციაში შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი უფრო ეფექტური ყოფილიყო. პრეზდენტი აღარ არის აღმასრულებელი მეთაური და პარლამენტი ახლა ნამდვილად საკანონმდებლო ორგანოა.
დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, თუკი სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია ხელისფლების ჩარევისგან.
მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ავამოქმედეთ ადამიანთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა. ქვეყანაში ასევე გატარდა პოლიციის რეფორმა, რადგან პოლიცია წინა ხელისუფლების დროს ძალიან პოლიტიზირებული იყო.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენი დიდი მიღწევაა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც ქართველ ხალხს დიდი შესაძლებლობებს სთავაზობს.“
„ საქართველოს უნიკალურისტრატეგიული მდებარეობა აქვს და მინდა აღვნიშნო ის ისტორიული როლი, რაც ამ დერეფანმა ითამაშა. ჩვენ ვსაუბრობდ აბრეშუმის გზის აღდგენაზე, რომლიც თაობაზეც ჩინეთის პრეზიდენტმა დიდი ინტერესი გამოხატა. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპა-აზიის დაკავშირებაში.
რაც შეეხება ბიზნესის სფეროს, სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ჩვენს ქვეყანაში.
ჰოდროენერგეტია ჩვენი შესაძლებლობების კიდევ ერთი მხარეა. საქართველი მისი ჰიდროენერგეტიკული რესურსების მხოლოდ 18-20 პროცენტს იყენებს. ქვეყანას, რომელსაც 26 000 მდინარე გვაქვს, ბუნებრივია გვაქვს პროდუქტი, ვაწარმოოთ სუფთა ენერგია ,არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საექსპორტოდაც.“
„ამეიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, არ აქსვ მნიშვნელობა რომელი პარტია იქნება ქვეყნის სათავეში. ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიისა და თავსუფლების საერთო ღირებულებებს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკის ხელისუფლების იმ უმაღლეს წარმომადგენლებთან და კონგრესის წევრებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მომხრენი არიან. პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრის თუ შეხვედრების შემდეგ, შემიძლია ვთქვა , რომ მე ვხედავ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს , მომავალი ეკონომიკური, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში.“
„ყოველთვის მქონდა სურვილი, ხალხის სამსახურში ვყოფილიყავი, თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი. ეს ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა.
ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ. ბუნებრვია, არის გარკვეული შეცდომები, მაგრამ ჩვენ წინ მივიწევთ. არ შევჩერდებით. ეს განვითარების პროცესის ბუნებაა.
ჩვენ ახლა გვირაბში ვართ, მაგრამ შუქი მოსჩანს. ჩემი ოცნებაა ხალხს ეს შუქი დავანახო. როდესაც შენს ხალხსა და ქვეყანას ემსახურები, ეს უდიდეს მოტივაციასა და ენერგიას გაძლევს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-სთან.

მასალის გამოყენების პირობები






