პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში, მიხეილ სააკაშვილს, თავდაპირველად ბანკის განთავსება სურდა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ლიკანში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "რიქსოსის" გახსნის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურს.
„მე გირჩევთ, რომ ნაკლებად უსმინოთ სააკაშვილის ტყუილებს და ნაკლებად დაუთმოთ მას საეთერო დრო. რა თქმა უნდა არასერიოზული იქნება მის ტყუილებზე კომენტარის კეთება. ჩემი ინფორმაციით, თავდაპირველად ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ბანკი უნდა ყოფილიყო და არა უნივერსიტეტი, შემდეგ როგორც ჩანს გადაიფიქრა და მოიფირა, რომ რაღაც უნივერსიტეტი გაეკეთებინა. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები ჰქონდათ ამერიკულ მხარესთან. მათ ეს პროექტი არ დაუმტკიცეს. ეს არის სააკაშვილის ტყუილი და მცდელობა, რომ საზოგადეობა შეცდომაში შეიყვანოს. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ეს შენობა გაიყიდება, რადგან ის უფუნქციოდ არის დარჩენილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






