პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვერასოდეს წამოიდგენდა თუ ოდესმე პრემიერი გახდებოდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკით ყოველთვის დაინტერესებული იყო და სურდა, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში მდგარიყო.
„კერძო სექტორში დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ვიცი რა სჭირდება ბიზნესს და ისიც ვიცი რა სჭირდებათ სტუდენტებს. სორბონაში სწავლისას, რესტორანში მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი. პოლიტიკით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის მემსახურა, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი. როცა ქვეყანას მართავ, ერთადერთი რამ უნდა გახსოვდეს: შენს ქვეყანას ისე უნდა ემსახურო, როგორც საკუთარ ოჯახს. მნიშვნელოვანია, რომ კარგი მსმენელი იყო. რჩევებს ბევრი ადამიანისგან ვიღებ, მათ შორის მსოფლიო ლიდერებისგან“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






