"ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წინაპართა ხსოვნისადმი მთავრობის დამოკიდებულების დადასტურებაა"
პოლიტიკა - 12:11, 14 Jan, 2015     1316

დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წინაპართა ხსოვნისადმი ჩვენი მთავრობის დამოკიდებულების კიდევ ერთი დადასტურებაა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სოფელ წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორთან ერთად, რეაბილიტირებული ძეგლი მოინახულა.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენი დიდი მამულიშვილის ძეგლი მიტოვებული და ნახევრად დანგრეული იყო. შარშან დაიწყო ძეგლის რეკონსტრუქცია და 4 თვეში დასრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა,“–აღნიშნა პრემიერმა.

ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა კვარცხლბეკს, მოხდა მისასვლელი კიბის რეკონსტრუქცია , გაკეთდა ამფითეატრი, გარეგანათება და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 544997,95 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42