„მე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოშიც იმ ფრანგული ყბადაღებული ჟურნალის მსგავსი ტიპის გამოცემა უნდა გაკეთებულიყო, თან ეს უახლოეს პერიოდში უნდა დაბეჭდილიყო და თქვენ წარმოგიდგენიათ ქართველი ხალხის რეაქცია, წარმოგიდგენიათ წმინდანების კარიკატურები? მერიდება კიდეც თქმა, რომ წმინდა ნინოზე, ღვთისმშობელზე და მამა გაბრიელზე იქნება გაკეთებული კარიკატურები და როგორ გგონიათ, საზოგადოებას ამაზე რა რეაქცია ექნება? აქ რომ სისხლი დაიღვაროს ამის ნიადაგზე, ვინ აგებს პასუხს - საია თუ "სამართლიანი არჩევნები"?.. ამას წინათ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თურმე საია-ს 3 წლის მანძილზე 15-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და თქვენ წარმოგიდგენიათ, რა დაფინანსებაზეა საუბარი?! არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს მსგავსი დაფინანსება! ვაფრთხილებ იმ ადამიანებს, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს! ჩვენი საზოგადოება ღვთისმშობელსა და იესოზე კარიკატურას ნამდვილად ვერ აიტანს და ამაში ვერავითარი გამოხატვის თავისუფლებას ვერ დაინახავს, ნურავის თავის ავადმყოფურ გონებაში ნუ ექნება იმის ფიქრი, რომ საქართველოში მსგავს რამეს გააკეთებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საქართველოში ეს არ გავა!”- აცხადებს მჟავანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






