„ნაციონალურ მოძრაობაში“ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადების უკან პოლიტიკურ სკანდალს ხედავს.
ოპოზიციური პარტიის წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, თუ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებში უკრაინა იგულისხმება, მაშინ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.
„ეს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური სკანდალი, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და სტრატეგიულ მეგობრებთან თანამშრომლობის დამაზიანებელი თუ ამ ყველაფერში უკრაინა იგულისხმება. ხოლო თუ აქ იგულისხმება მსოფლიოში ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციების წევრობა, ეს ასეც უნდა იყოს და გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი გახდება. წულუკიანის თქმით, მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გაუგზავნა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
მასალის გამოყენების პირობები






