მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს ეხმაურება:
"ჩემი მეგობრების საყურადღებოდ, ვისაც ყურში მოხვდა გუშინ, ჩემს მიერ ბათუმის ტექნოლიგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, მყიდველი კომპანიის ჩინური წარმომავლობის აღნიშვნა, მინდა ვთქვა - ნებისმიერი მინიშნებაც კი, რომ მე ეთნიკური ფაქტორით შეიძლება ვსპეკულირებდე, უადგილო, რომ არის ალბათ ყველა ხვდება და ჩემთვის სულერთია ქართული კომპანია შეასრულებს ივანიშვილის დავალებას თუ ჩინური; და ვერც კეთილსინდისიერ ინვესტორად ვერ ჩავთვლი მათ, ვინც ამ შემთხვევაში პირდაპირ მთავრობის დავალებას ასრულებს. მე უბრალოდ ხაზი გავუსვი ქართული ოცნების ორსახოვნებას. ეს ხალხი მოვიდა, მათ შორის იმ ბრალდებებით, რომ ჩვენ საქართველო უცხოელებს მივყიდეთ. ახლა ინვესტიციების მოზიდვის საბაბით, საბოლოოდ კლავს საქართველოს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტის პროექტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ზუსტად ვიცით, რომ ბოლო ორ წელიწადში ასევე საინვესტიციო კლიმატიც გაუარესდა, რაც აისახა კიდეც ინვესტიციების მოცულობის მკვეთრ შემცირებაში.
ვისურვებდი, რომ არა მარტო მე, ან ცალკე აღებული ერთი პარტია, ან ბათუმელთა გუშინ გამოსული ჯგუფი კი არ ვიცავდეთ უნივერსიტეტს, არამედ მთელმა მოაზროვნე საზოგადოებამ შეუშალოს ხელი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეის განადგურებას."- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვის გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ ქართული განათლების კერა ჩინელებს მიყიდეს“.
მასალის გამოყენების პირობები






