სახელმწიფო კომისიის მონაცემებით ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება 90% არის შემცირებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის ივნის-დეკემბერში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების 90%-ზე მეტი კლება დაფიქსირდა. ამას გარდა, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში უკანასკნელ თვეებში ე.წ. ბიონარკოტიკის შემოტანა თითქმის არ ფიქსირდება. ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების კლების შთამბეჭდავი ტენდენციის შესახებ მიღებული ინფორმაციის და მონაცემების თაობაზე შსს-ს აკადემიაში „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის“ წევრებმა კომისიის მერვე სხდომაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მნიშვნელოვანი შემცირება სახელმწიფოს კომპლექსური ნარკოპოლიტიკის დამსახურებაა. მათ შორისაა, დროული საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება, სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და უწყებათა კოორდინირებული მუშაობა. პრევენციულ ღონისძიებებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია შსს-ს მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან ანტინარკოტიკულ კამპანიას „არა ბიონარკოტიკს - ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.
სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
კომისიის მერვე სხდომას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფო კილაძე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაჭარაშვილი და ზემოაღნიშნული უწყებების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სხდომის მსვლელობისას სახელმწიფო კომისიის მდივანმა სოფო კილაძემ კომისიის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც კომისიის საქმიანობის 2014 წლის ძირითადი მიმართულებებია შეჯამებული: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საერთო მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, ურთიერთობა არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან (განსაკუთრებით, EMCDDA-ს მიერ დაგეგმილი კონფერენცია, რომელსაც საქართველო 2015 წლის აპრილში უმასპინძლებს), კომისიის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2014 წლის მაისიდან ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო ნაკლები მომხმარებელი მიმართავს პრევენციის ცენტრს სამკურნალოდ, რაც ქვეყანაში აღნიშნული ნივთიერებების მოხმარების აშკარა კლების ტენდენციაზე მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა