საერთაშორისო ინდუსტრიული ჯგუფის თანაინვესტორმა გიორგი ჭანტურიამ გადაცემა „ეკონომეტრში“ ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი ნავთობსადენის პროექტის და ამ პროექტში რუსეთის მონაწილეობაზე ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით ნავთობსადენი ნოვოროსისკიდან სუფსამდე აფხაზეთის გავლით მოვა და შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსაც შეუერთდეს.
ჭანტურიას განცხადებით ეს პროექტი დიდი ხანია არსებობს და მასზე მუშაობა 2000 წელს დაიწყო და 2004 წლამდე გრძელდებოდა. მისი თქმით, ამ პროექტში არის ამერიკული, ევროპული და რუსული მხარის ინტერესები და საქართველომ ეს პერსპექტივა თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს.
ჭანტურია თქმით, რუსეთის მიმართ არსებული სანქციები ამ პროექტს ხელს ვერ შეუშლის, რადგან ეს ხანგრძლივი პროექტია და რუსეთის მიმართ სანქციები კი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა შერბილდება. ჭანტურიამ თურქეთის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ სანქციების მიუხედავად რუსეთთან მოცულობითი ხელშეკრულება გააფორმა თურქეთმა, მიუხედავად იმისა რომ ის ნატოს წევრია.
ჭანტურიას განცხადებით ჩრდილოეთ-სამხრეთის ნავთობსადენის პროექტზე მუშაობა თებერვლიდან დაიწყება, როდესაც საქართველოში ამ პროექტით დაინტერესებული ამერიკული კომპანია ჩამოვა. ჭანტურია მთავრობისგან ამ პროექტით დაინტერესებას და ინიციატივის გამოჩენას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






