თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰარშს შეხვდა
პოლიტიკა - 17:13, 13 Jan, 2015     1548

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელი, პიტერ ჰარში ესტუმრა.

ამერიკელ ექიმს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან ერთად შეხვდა და პროტეზირების პროგრამის შესახებ ესაუბრა.

მინდია ჯანელიძემ პიტერ ჰარშს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სამხედრო მოსამსახურეებს ულტრა-თანამედროვე პროთეზები აქვთ. მინდია ჯანელიძემ ყურადღება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს და კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრაზე მინისტრმა საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროგრამის წარმატებით განხორციელების საქმეში.

მინისტრთან შეხვედრაზე საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელმა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი განიხილა.
დღესვე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში პიტერ ჰარშმა, გერმანული კომპანია „Ottobock“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებიც მოინახულა. ექიმი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობას გაეცნო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კორპორაციას „Peter Harsch Prosthetics“ შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურებით, გერმანული კომპანია „Ottobock“-ის მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადდათ (მიოელექტრო ხელის პროთეზები და ბიონიკური X-3 მუხლის პროტეზები); კონტრაქტის თანახმად, პროთეზები 12 თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს.

პროტეზირების პროგრამაში ჩართულია ISAF-ის, OIF-ის სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებული 19 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42