სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე მიიჩნევს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულების ძალაში დატოვება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, დადგენილების გარეშე ჩხრეკა-ამოღების ოპერაციის განხორციელება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნიდა.
„სადაო ამ კანონპროექტში იყო ჩხრეკისა და ამოღების შემთხვევაში გამომძიებლის დადგენილების არსებობა-არარსებობის საკითხი და შემოთავაზებული ვერსიით გამოძიების დადგენილება არ იქნებოდა სავალდებულო, რაც მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნიდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საფრთხეები რომელიც ჩვენ წარმომადგინეთ გათვალისწინებული იქნა“, - განაცხადა ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






