გაზეთი "ასავალ-დასავალი" 7 იანვარს პარიზში მომხდარ ტერაქტს სტატიით ეხმაურება. „ჩვენ არ ვართ "შარლი ებდო", ჩვენ ვართ "ასავალ-დასავალი"- აცხადებს გამოცემა.
"არ არსებობს დედამიწის ზურგზე ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც ტერორიზმსა და ადამიანების ხოცვა- ჭლეტვას რაიმეთი გაამართლებს! ტერორიზმი მსოფლიოს მოურჩენელი ჭირია, რომელსაც არც ეროვნება აქვს, არც რელიგია, არც სქესი და არც კანის ფერი. დიახ, ტერორიზმი საკაცობრიო პრობლემააა, რომელსაც ადამიანის მოდგმა უნდა ებრძოლოს, მაგრამ.... არსებობს ერთი ძალიან სერიოზული „მაგრამ“ როგორც არავის აქვს იმის უფლება რომ მუჰამედის, ალაჰისა თუ ქრისტეს სახელით ადამიანები ხოცოს, ისე არავის აქვს უფლება მუსულმანების, ქრისტიანებისა თუ სხვა აღმსარებლობის მიმდევართა რელიგიური გრძნობები შეურაცხყოს, მათი ღმერთები თუ წმინდა მოციქულები გააშარჟოს თუ გაამასხარაოს!"
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მითუმეტეს , არ ნიშნავს სხვის რელიგიურ გრძნობებზე ფეხების შეწმენდასა და მილიონობით ადამიანისთვის წმინდათაწმინდა ფასეულობების შებილწვას. ფრანგული სატიურული ჟურნალი "შარლი ებდომ" კი, სამწუხაროდ და საუბედუროდ ასეთ მკრეხელურ და სახიფათო საქმიანობას არ ერიდებოდა."
„ასევე სამწუხაროდ და საუბედუროდ ეს ყველაფერი "შარლი ებდოს" რედაქციისთვის უდიდესი ტრაგედიით დასრულდა , "ასავალ-დაავალის" რედაქცია სრულად იზიარებს ფრანგი ერის უდუდეს მწუხარებას! ჩვენ ღრმა გულისტკივის გამოვთქვამთ ჩვენი ფრანგი კოლეგების დაღუპვის გამო და ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე, მაგრამ "ასავალ-დასავალი" ვერანაირად ვერ შეუერთდება კამანიას - "მეც შარლი ვარ.", რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც დაიწყო.
დიახ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ "ჩვენც შარლი ვართ", რადგან დღეს ამის თქმა ნიშნავს, რომ მუსულმანურ სამყაროს და მათ შორის პირველ რიგში ჩვენ თანამემაულე ქართველ მუსულმანებს ვუთხრათ - "ჩვენც შევურაცხვყოფთ თქვენს რელიგიურ გრძნობებს, ჩვენს ვაშარჟებთ წინასწარმეტყველ მუჰამედს“!
"ასავალ-დასავალი" ამას არავითან შემთხვევაში არ გააკეთებს ! დიახ "ასავალ-დასავალი" "შარლ ებდო" არ არის! "ასავალ-დასავალი" "ასავალ-დასავალია"
ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ სტატიაში.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






