კოჟორიძის თქმით, არსებობდა ძალიან ბევრი თემები, მათ შორის მართლმსაჯულების საკითხებში, რომელთა იგვლივაც იყო თანხვედრა მასსა და პრეზიდენტის გუნდს შორის.
,,ეს არის ის თემები, რომლებზეც მე რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და შესაბამისად ამ თემებზე მომიწევს აქ მუშაობის გაგრძელება. მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში მე მომიწია პრეზიდენტთან და მის გუნდთან რამდენჯერმე შეხვედრა სხვადასხვა საკითხების გამო და მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან ბევრ საკითხზე რაც ეხება მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს ჩვენ პრაქტიკულად ბევრ საკითხზე გვქონდა საერთო ხედვები და ღირებულებები, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და პროდუქტიული.“-განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საია-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში პრეზიდენტის მრჩეველად დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევბელის თანამდებობა ეკავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მოადგილედ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






