საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის ადმინისტრციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ადმინისტრაცია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ძლიერდება.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერდება ისეთ მაღალი კვალიფიციური სპეციალისტებით, როგორიც არის ბატონი კახა კოჟორიძე. ბატონ კახას აქვს შთამბეჭდავი მოღვაწეობა განხორციელებული როგორც იურისტს, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს სამოქალაქეო სექტორში. მივესალმები მის ჩართვას პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით. ასევე მინდა ხაზი გაუსვა ბატონი გიორგი აბაშიშვილის ნაყოფიერ მუშაობას. დღეს ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მისი მოღვაწეობა, როგორც ეკონომიკური მრჩევლის, ძალიან ნაყოფიერი იყო და მინდა ამ მუშაობისთვის მადლობა გადაუხადო და წარმატება ვუსურვო ახალ თანამდებობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საია-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში პრეზიდენტის მრჩეველად დაინიშნა.
გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევბელის თანამდებობა ეკავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მოადგილედ განაგრძობს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები






