გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულება ძალაში დატოვეს. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პროექტის ავტორების მიერ არასამთავრობო ორგანიზიების არგუმენტების მოსმენის საფუძველზე მოხდა.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ინიციატივა, რომლის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. ასეთ დროს საკმარისი ხდება გამომძიებელმა პირს, რომელთანაც საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ჩხრეკის თუ ამოღების საფუძველი ზეპირსიტყვიერად განუმარტოს.
პროექტის ავტორები არიან დეპუტატები მანანა კობახიძე, დავით საგანელიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და პაატა კიკნაველიძე
მასალის გამოყენების პირობები






