„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერე ნინო გოგუაძე „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმება.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ლობირებაა.
„ეს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ლობირებაა. ძალიან განვიცდი, რომ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ გვყავს, ის წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლობისტ კომიტეტს. "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინიციატივა დაუჯერებელია იმ ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების ეგიდით“, - განაცხადა გოგუაძემ.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. საკმარისი იქნება გამომძიებელმა პირ ჩხრეკის თუ ამოღების საფუძველი განუმარტოს.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებები განსახილველად პარლამენტს დეპუტატებმა მანანა კობახიძემ, დავით საგანელიძემ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და პაატა კიკნაველიძემ წარუდგინეს.
მასალის გამოყენების პირობები






