გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუში ალექსი პეტრიაშვილი ფრანგულ ჟურნალ „შარლ ებდოს“ ტრაგედიას ეხმაურება და ამას დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას უწოდებს. ამბობს, რომ ჟურნალში დაბეჭდილი კარიკატურები მასაც არ მოეწონა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს, მით უფრო ადამიანების მოსპობის გზით.
მისი თქმით ტერორიზმის საფრთხისგან დაცული ევროპისა და აშშ-ს მსგავსად საქართველოც არ არის და მიაჩნია, რომ ქართული სპესამსახურები მის აღსაკვეთად სათანადოდ მზად არ არიან.
„საფრანგეთში მომხდარი ტრაგედია, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტია. ჩვენც გამოვხატეთ მწუხარება ფრაგი ხალხის მიმართ. განსაკუთრებით კი ამ ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების მიმართ. ეს იყო ადამიანების, ჰუმანურობის, სიტვის თავისუფლებისა და ზოგდად დემოკრატიული ფაეულობების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.
სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე ეს კარიკატურები სრულებითაც არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდოს სიცოცხლის წართმევის გზით. საერთაშორისო თანამეგობრობა გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე უნდა დადგეს.
ძალიან კარგია, რომ ასეთი ფაქტების წინააღმდეგ მსოფლიო გაერთიანდა. იყო შეფასებები, რომ ეს ევროპის 11 სექტემბერი იყო, ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. საერთშორისო თანამეგობრობამ ერთინი ძალებით უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა სამომავლოდ თავიდან აცილებული იყოს კიდევ უფრო მასშტაბური და მძლავრი ტერორისტული აქტი.
საქართველო საკმაოდ მგრძნობირე და საკმაოდ რთულ რეგიონშია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტერიტორიებზე ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კიდევ უფრო გააძლიერონ კონტროლი და მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა ასეთი ტიპის ტერორისტული აქტები საფუძველშივე იყოს აღმოფხვრილი.
მე არ ვარ კომპეტენტური რომ უშიშროების სამსახურების საქმიანობა შევაფასო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ტერიტორიებზე მოქმედებენ ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ელემენტები, უნდა დავასკვნათ, რომ შესაბამისი სამსახურები არც ისე გამართულად მშაობენ“.- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა "რეზონანსთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






