ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანმხების ამოქმედება ექსპორტს 12.4%-ით, ხოლო იმპორტს 7.5%-ით გაზრდის.
როგორც პრემიერმა განაცხადა, 2 წელიწადში საქართველოდან ექსპორტი 24%-ით პროცენტით უკვე გაიზარდა.
"ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის საინვესტიციო გარემოს ჩვენს ქვეყანაში და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, ამ შეთანხმების ამოქმედებით ჩვენ შეგვიძლია ინვესტორებს შევთავაზოთ სათანადო ბიზნესგარემო, შესანიშნავი ადგილმდებარეობა და წვდომა უკვე 900-მილიონიან ბაზარზე. შეთანხმებასთან ერთად ამის გარანტიაა პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა (GSP) რვა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ფორუმზე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსების ინიციატივაც გამოთქვა, შეხვედრას საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, ტაავი რიივასი ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






