ომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს
პოლიტიკა - 10:50, 13 Jan, 2015     1094

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.

"სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის შემოთავაზებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებების: ჩხრეკისა და ამოღების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებისას გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება.

საქართველოს სახალხო დამცველი არ იზიარებს კანონპროექტში მითითებულ მოსაზრებას, რომ შემოთავაზებული ცვლილება მხოლოდ უზუსტობის აღმოფხვრას ემსახურება. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი არაერთი სისხლის სამართლის საქმის ანალიზი აჩვენებს, საგამოძიებო მოქმედებების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების თაობაზე მიღებული დადგენილების დასაბუთება ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებს, რაც არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. მიგვაჩნია, რომ წერილობითი დადგენილების ვალდებულების ამოღება კიდევ უფრო ფორმალურს გახდის გადაუდებელი აუცილებლობის გამომწვევი გარემოებების დასაბუთებას და ხელს არ შეუწყობს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტანდარტს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის ან ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო. სასამართლოს უნდა წარედგინოს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. შუამდგომლობის განხილვის შედეგად სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი აუცილებლობისას საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის შემთხვევაში არსებობდეს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება ჩხრეკის ან ამოღების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარების საფუძველი, მიზანი და აუცილებლობა. წერილობითი და დასაბუთებული დადგენილების გამოტანა აუცილებელია, რათა სასამართლომ შეაფასოს, რამდენად არსებობდა კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა. სასამართლოს გარდა, აუცილებელია, აღნიშნულის შეფასების და გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცეს თავად იმ პირს, რომლის მიმართაც ტარდება ეს მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებისათვის აუცილებელი გარემოებები. წერილობითი დადგენილების არარსებობამ შესაძლებელია დააბრკოლოს მხარის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის მიუხედავად, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანა, არ არის დაკავშირებული დროის ხანგრძლივ პერიოდთან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დაყოვნებას არ გამოიწვევს.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული რეგულაციების შესახებ დამატებით განხილვებში. ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის წინადადება გათვალისწინებულ იქნება და წარმოდგენილი კანონის პროექტი მოყვანილ იქნება შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42