კითხვაზე, თუკი არ არსებობდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მაშინ რატომ აცხადებდა ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომ ის თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში გადმოვიდოდა, სამინისტროს პრესასამსახურის აცხადებს, რომ მაგრველაშვილის ეს განცხადება არ ახსოვთ და არ იციან, რას გულისხმობდა მაშინდელი მინისტრი.
,,გამომიგზავნეთ მარგველაშვილის განცხადებას, სადაც ამას ამბობს. თუ ასე იყო მე არ ვიცი, მაშინ კითხეთ პრეზიდენტის პრესცენტრს თუ რას გულისხმობდა მარგველაშვილი. ჩვენ რა განცხადებაც გავავრცელეთ ეს არის ჩვენი პოზიცია. ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ არსებობდა. მე ეს განცხადება არ მახსოვს. გიორგი მარგველაშვილის წასვლის შემდეგ მივედი განათლების სამინისტროში“ - განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა.
"ბათუმის უნივერისიტეტი იყო სააკაშვილის ერთ-ერთი იდეა, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნდა. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შევთანხმდებით ამ უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებულ დეტალებზე და, სავარაუდოდ, უნივერსიტეტი თბილისში გადმოვა", - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა 2013 წელს გააკეთა. ის აცხადებდა, რომ ამერიკელები ეწინააღმდეგებოდნენ უნივერსიტეტის ბათუმში აშენებას და რომ ეს, მათივე თქმით, სააკაშვილის იდეა იყო.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ესაუბრა მინისტრს სანიკიძეს და შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდებოდა.
თავის კომენტარში ეს დაადასტურა თამარ სანიკიძემაც.
მასალის გამოყენების პირობები






