ორი ტყუილი, რომელიც განათლების სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტზე გაავრცელა - შაშკინი
პოლიტიკა - 21:49, 12 Jan, 2015     1961
ბათუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებით განათლებისა სამინისტროს განცხადებას პასუხობს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომლის მინისტრობის პერიოდშიც დაიწყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის მზადება და რომელიც მიხეილ სააკაშვილთან და იმჟამინდელ პრემიერ ნიკა გილაურთან ერთად მონაწილეობას იღებდა ამერიკულ მხარესთან პროექტის განხორციელებისთვის წარმოებულ მოლაპარაკებებში.

,,ნიუპოსთან“ საუბარში შაშკინი განათლების სამინისტროს განცხადებას სიცრუეს უწოდებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანად აფასებს.

_განათლების სამინისტროს განცხადება არის სიცრუე, სანიკიძე მავნებლობისგან უკვე მარტივ ტყუილზე გადავიდა. სანამ განცხადებაზე ჩემს შეფასებას მოგახსენებთ, მანამდე მინდა, რომ ყველამ თავის თავს ეს სამი შეკითხვა დაუსვას და თავად მიხვდებიან რა არის სიმართლე და რა - სიცრუე. თუ ამერიკული უნივერსიტეტი არ იყო და არ იხსენობდა საქართველოში ჩვენი პროგრამით და მილენიუმის კორპორაციასთან თანამშრომლობით, მაშინ ჩემი პირველი კითხვა არის შემდეგი: 8 თვის განმავლობაში რას გულისხმობდა მარგველაშვილი, როცა ამბობდა, რომ ეს უნივერსიტეტი ბათუმის მაგივრად უნდა განთავსდეს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში?

მეორე - თუ ამერიკული უნივერსიტეტი არ არსებობდა მილენიუმთან შეთანხმებით, მაშინ რატომ ჩაატარა მილენიუმის კორპორაციამ კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა ორმა ამერიკულმა უნივრსიტეტმა და მათ ქართულმა პარტნიორმა თავისუფალმა უნივერსიტეტმა. ცხონებული კახა ბენდუქიძე, მას მერე, რაც ახალმა მთავრობამ ჩაშალა ეს კონკურსი, ჩიოდა იმაზე, რომ ეს არ იყო მისაღები ამ ხელისუფლებისთვის და ამიტომაც ჩაშალეს მთლიანად ეს კონკურსი. თუ მილენიუმი არ იყო ჩართული, მაშინ კონკურსს რატომ ატარებდა უნივერსიტეტების შესარჩევად?

მესამე - თუ ეს პროექტი არა რსებობდა, მაშინ რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში 2012 წლის აპრილში, ამ უნივერსიტეტების წარმოადგნელები ბათუმში და რატომ აკვირდებობდნენ მშენებლობას, რომლის აუდიო და ვიდეო მასალაც დევს განათლების სამინისტროს ვებ-გვერდე და იმდენი ჭკუაც არ ეყო სანიკიძეს, რომ ეს მაინც წაეშალა ვებ-გვერდიდან.

ეს არის სამი მარტივი შეკითხვა.

_განათლების სამინისტრო საუბრობს იმაზე, რომ ამერიკული მხარე, კერძოდ მილენიუმის კორპორაცია არ იყო ამაში ჩართული და მას კავშირი არ აქვს ბათუმის უნივერსიტეტთან და იშველიებს კონკრეტულ წერილს...

_რაც შეეხება კონკრეტულად თემას და განათლების სამინსიტროს განცხადებას, ამ განცხადებაში წერია, რომ მილენიუმის კორპორაციამ აცნობა 2011 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობას, რომ მონაწილეობას ამაში არ იღებს და ამის დასამტკიცებლად სამინიტროს მოაქვს წერილი, რომელიც დათარიღებულია 2011 წლის ნოემბრით, სადაც ნათქვამია, რომ მილენიუმის კორპორაცია არ მიიღებს მონაწილეობას მშენებლობაში, მაგრამ შემდეგ არსებობს მეორე წერილი, რომელიც თარიღდება 2012 წლის თებერვლით, სადაც წერია, რომ ის მონაწილეობს თვითონ უნივერსიტეტის გახსნაში და საუბარია აქ ,,ენდაუმენთის“ ფონდზე.

უნივერისტეტის გახსნა არის დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორთან - პირველი არის უნივერისტეტის ინფრასტრუქტურა, მეორე ეს არის სასწავლო პროგრამები და მესამე - პროფესორ-მასწავლებელბი და მეოთხე- ენდაუმენტის ფონდი. ანუ საქართველოში ამ ფონდის პრეცედენტი არ არსებობს. ქართული უნივერსიტეტები არიან საბჭოური უნივერსიტეტების მემკვიდრე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უნივერისტეტმა მიიღო ავტონომია, ან დაარასა კერძო პირმა და ა.შ. ამერიკული და ევრიპული უნივერსიტეტები იქმნება სხვანაირად, ანუ ენდაუმენტის ფონდში იდება ფული, რომლითაც ფინანსდებიან სტუდენტები. ამიტომ, რადგან ამერიკელებმა განაცხადეს, რომ ფულს არ ჩადებდნენ მშენებლობაში, ჩვენ ვუთხარით, რომ ის 60 მილიონი ჩადეთ ენდაუმენტის ფონდში, რომლითაც დაფინანსდება ქართველების სწავლა და ქართველებისთვის იქნება უფასო. ეს შეთანხმება იყო მიღწეული. და ზუსტად იმიტომ, რომ არსებობდა შენობდა და არსებობდა ენდაუმენტის ფონდი, ამიტომ ეს ორი ამერიკული უნივერისტეტი შემოვიდა საქართველოში.

მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ როცა საუბრობენ რომ ამერიკელებს არ აინტეერსებდათ ეს პროგრამა, არქივში ნახოს სამინისტრომ და გამოაქვეყნოს კველვა, ერთი ჩატარებული ამერიკული დაფინანსებით და მეორე საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ამერიკის ტეხასის კონსორციუმის პრეზიდენტის მიერ. გამოაქვეყნონ და ნათელი იქნება ყველაფერი, თუ ერთ კვლევაში მაინც წერია, რომ ბათუმის უნივერსიტეტს არ აქვს მომავალი, მე ბოდიშს მოვიხდი. იქ პირიქით, რომ ბათუმის უნივერსიტეტს აქვს დიდი მომავალი, რადგან ის მოიცავს არა მარტო საქართველოს არამედ რეგიონს, თურქეთს, აზიას უკრაინას...

ამერიკული უნივერსიტეტის იდეა იყო ძალიან ადრე საქართველოში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეჯახებოდით ერთსა და იმავე პრობლემას, როცა ჩვენ ვსაუბრობდით ამერიკულ უნივერსიტეტზე, ამერიკელები არ შემოდიოდნენ ფასის გამო, ამ ორივე კვლევამ აჩვენა, რომ აქ რომ გაიხსნას ამერიკული უნივერსიტეტი, მისი ფასი იქნება 10 ათასი დოლარი და ეს არის ძალიან მაღალი ფასი და თუ ამ ფასს გადაიხდი, მაშინ საზღვარგარეთაც ისწავლი და რატომ ჩამოვა აქ თურქი ან ნებისმიერ უცხოელი, იგივე ქართველი ბავშვიც ამ ფასად ინგლისში ისწავლის. მას შემდეგ რაც ენდაუმენტის ფონდში გაჩნდა ეს 60 მილიონი, რომლითაც ჩვენი ბავშვები დაფინანსდებობდნენ, უკვე საინტერესო გახდა ამ უნივერსიტეტის საქართველოში არსებობა. ამერიკული უინვერსიტეტი არ გაგიხსნი უნივერსიტეტს თუ აქ ფასი იქნება 10 ათას დოლარზე ნაკლები, მაშინ იქ არ ისწავლიან და ჩამოვლენ აქ. ეს იგივეა, რომ გერმანიამ მერსედესი გამოუშვას, ადგილზე გაყიდოს მაგალითად 30 ათას ევროდ და საქართველოში გაყიდოს 10 ათას ევროდ, ვინმეს შეიძლება რომ ეს აზრი მოუოვიდეს.

_რაც შეეხება განათლებისა სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, რომ უნივერსიტეტი იურიდიულად არ იყო დარეგისტრირებული?

_რაც შეეხება უნივერისტეტის იურიდიულ რეგისტრაციას, კონკურსი ჩატარდა, გამოვლინდა მასში გამარჯვებული სექტემბერში, მაგრამ ოქოტმბერში ხელისუფლება შეიცვალა და ამერიკელებს უთხრეს, რომ კონკურსი არის ჩაშლილი. ამდენად, ამ პროგრამამ პირველი ზიანი მიიღო 2012 წლის ოქტომბერიში. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ბენდუქიძე გვერდზე გაეწიათ და ამიტომაც საუბრობდა მარგველაშვილი, რომ თბილისში პრზიდენტის რეზიდენციაში გადმოეტანათ. უკვე გაზაფხულზე მიიღეს სხვა გადაწყვეტილება, ეს 60 მილიონი, რომელიც მიდიოდა ენდაუმენტის ფონდში, აქედან ნახევარი აიღეს და გადაიხადეს კურიკულუმების წერაში, მეორე ნახევარი სად წავიდა ვერ გეტყვით.

სამინიტრო ამბობს ორ ტყუილს, პირველი ტყუილი ეხება ამერიკულ უნივერსიტეტს და მეორე ეხება იმას, რომ ისინი ატყუებენ მოსახლეობას, როცა ეუბნებიან რომ შემოდგომიდა დაიწყება ამერიკული პროგრამები ამ უნივერსიტეტში.

_ამ ტყუილში რას გულისხმობთ?

ჯერ ერთი ტყუილია, როცა ამობობენ, რომ ბავშები მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს, ეს არის სიცრუე, ეს იქნება ,,DUAL” პროგრამა, რომელიც ეხლაც არსებობს თსუ-ში და ეს არის სამედიცინოში. მაგრამ მეორეა წმინდა ტექნიკური პრობლემა - იმისათვის, რომ მიიღო ახალ პროგრამაში მონაწილეობა, 2014 წლის დეკემბერში ავტორიზაციაზე განცხადება უნდა შეეტანათ, რეესტრში არ არის გატარებული ეს ახალი პროგრამები, ამას კანონი ითხოვს ელემენტარულად და ამათ არც ახსოვთ, რომ ასეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, ჯერ კურიკულუმებიც არ არის გაწერილი და ამაში იხდიან 30 მილიონს.

_რამდენადაც ცნობილია და თქვენც აღნიშნავდით ამაზე სხვადასხვა ინტერვიუში, რომ უნივერსიტეტში უკვე მზად იყო სპეციალური ლაბორატორიები. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სასწავლო პროცესისთვის უნივერსიტეტი თითქმის მზად იყო?

_შენობის ქვედა სართულებზე იყო ლაბორატორიები, შენობაში იყო გაკეთებული უკვე რამდენიმე აუდიტორია, შენობა იყო მზად, რომ სწავლა დაწყებულიყო, ერთი წელი გვჭირდებოდა რეგისტრაცია ავტორიზაციის საკითხების გასავლელად. შენობაში უკვე კურსები უნდა გახსნილიყო, იყო საუბარი ,,IT“ კურსებზე, რომელსაც ამერიკელები გახსნიდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42