საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ ჩინურ კომპანიას ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 25 მილიონად ყიდვა შესთავაზა.
ამის შესახებ სააკაშვილმა ,,კურიერის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ამ შენობას რომ შეხედავ და იტყვი არ ვარგაო, სინდისი ხომ უნდა გქონდეს? ჩვენი ამოცანა იყო, რომ საუკეთესო სპეციალისტები მოგვემზადებინა და მათი ჩამოყვანა უცხოეთიდან არ დაგვჭირდებოდა. ამერიკის მთავრობას თავის დროზე ძალით გამოვბრდღვენი ეს პროექტი. არ გვაძლევდა, რადგან არ აინტერესებდათ, რომ საქართველოში დარჩენილიყვნენ ნიჭიერი ახალგაზრდები. თუ საქართველოს მთავრობამ ამაზე უარი თქვა, რა თქმა უნდა თვითონაც სიამოვნებით იტყვიან უარს. რაც შეეხება უნივერსიტეტის შენობაში სასტუმროს აშენებას, მთავრობამ ჩინური ჯგუფი „ხუალინგი“ დაიბარა და უთხრეს, რომ 25 მილიონად უნდა იყიდოთ ეს შენობაო. ეხლა მისი გაყიდნა დელფინარიუმის ფასად არ შეიძლება, თან ჩინელებისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






