დავით უსუფაშვილი ესტონეთის პრემიერს შეხვდა
პოლიტიკა - 21:11, 12 Jan, 2015     1428

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისში, პარლამენტის სასახლეში, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ტაავი რიივასს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმ თანადგომისთვის, რასაც ესტონეთი წლებია საქართველოს მიმართ იჩენს. მისივე თქმით, საქართველოსა და ესტონეთს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ და ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დიპლომატია და საპარლამენტო ურთიერთოებები ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესში. მან ესტონეთის პარლამენტის მაგალითი გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია ქვეყნის ევროპასთან დაახლოების გზაზე. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებებით არსებული პოტენციალი სრულად უნდა იყოს გამოყენებული.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ტაავი რიივასმა აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს რიგის სამიტზე და მის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მხარეები ვრცლად შეეხნენ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინის კრიზისს და რეგიონულ პრობლემებს.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველოსთვის პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42