ჩვენ დღეს დავიბრუნეთ “ნატვრის ხე” - ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 20:03, 12 Jan, 2015     2556

„ნატვრის ხე“ ციფრულ ფორმატში - ქართულ-ესტონური ერთობლივი ძალისხმევით თენგიზ აბულაძის ფილმი აღდგენილია.

რესტავრირებული ფილმის პრეზენტაციას კინოთეატრ „ამირანში“ დღეს საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

„ჩვენ დღეს დავიბრუნეთ “ნატვრის ხე”, რომელზეც საქართველოში მთელი თაობები აღიზარდა. ეს არის სასიხარულო დღე. ჩვენი ესტონელი მეგობრების მიერ სრულად მოხდა ამ ფილმის გაციფრულება და სიმბოლურია, რომ ამ ფილმის ჩვენება დავამთხვიეთ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, ქართული კინოს მოყვარულთათვის. ქართველებს გვყავს უდიდესი კინორეჟისორები, რომლებმაც უნიკალური შედევრები შექმნეს ათწლეულების განმავლობაში. ქართული კინოს ფენომენი აღიარებულია მთელს მსოფლიოში”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ნატვრის ხის“ აღდგენა მიულოცა ქართველ კინომოყვარულებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. ტაავი რიივასმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველო-ესტონეთის სამაგალითო თანამშრომლობაზე მიუთითებს.

ესტონეთის პრემიერმა ასევე ხაზგასმით ისაუბრა ზაზა ურუშაძის „მანდარინების“ შესახებ და აღნიშნა, რომ ის შესანიშნავი ფილმია, რომელიც ბევრ ჯილდოს იმსახურებს.

“ნატვრის ხის” აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა, თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რესტავრაცია, ფერებისა და ხმის კორექცია ფილმს ესტონეთში ჩაუტარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42