ზაზა ხატიაშვილი შიმშილობას იწყებს
პოლიტიკა - 18:28, 12 Jan, 2015     1847

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შიმშილობის აქციას იწყებს.

ამის შესახებ ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"დღეს, 18:00 საათზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გოგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ვიწყებ შიმშილობის აქციას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წინ. არ დავუშვებ ამ ქვეყანაში ადვოკატების დევნას. ამოვწურე ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა ოლიგარქის ხელისუფლებასთან.

ესენი არიან სააკაშვილის რეჟიმის ღირსეული მემკვიდრეები. გუშინ გავავრცელე განცხადება, რომ 2015 წლის 6 იანვარს ადვოკატები თინათინ ნაკაშიძე და გოჩა გაგოშიძე ონკოლოგიურ კლინიკაში მივიდნენ თავისი კლიენტის ტარიელ ფოცხვერიას მოსანახულებლად. საბადრაგო სამსახურმა ტელეფონზე კონსულტაციების შემდეგ ადვოკატები არ შეუშვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან იმ მოტივით, რომ დაცვის ორდერი გამოწერილი იყო 2014 წელს და ვადა ჰქონდა გასული.

მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში მოქმედებს გაერო-ს 1990 წლის პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ. რომლის 16 მუხლით სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება ხელი შეუწყოს ადვოკატს თავისუფლად შეხვდეს თავის კლიენტს. 2015 წლის 12 იანვარს ადვოკატების თხოვნით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მათთან ერთად მივედი ონკოლოგიურ კლინიკაში. საბადრაგო სამსახურმა მთელი 1,5 საათის განმავლობაში არ შეუშვა ადვოკატები თავის კლიენტთან, რომელსაც ხელი უნდა მოეწერა სააპელაციო საჩივარზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარს ვადა გასდიოდა დღის ბოლოს 12 იანვარს. ადვოკატები თინათინ ნაკაშიძე და და გოჩა გაგოშიძე იძულებული გახდნენ სააპელაციო საჩივარი შეეტანათ თავისი კლიენტის ხელმოწერის გარეშე. თავს ვიკავებდი მიმემართა რადიკალური ზომებისთვის, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იმასაც არ მოერიდა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანდასწრებით დაიწყეს ადვოკატისთვის უფლებამოსილების განხორცილებაში ხელის შეშლა.ვინაიდან ხდებოდა ადვოკატებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა, დავუკავშირდი კახი კახიშვილს რომელიც შემპირდა საქმეში გარკვევას. მე გავჩერდი კიდევ ერთი საათი იმ იმედით, რომ ადვოკატებს შეუშვებდნენ თავის კლიენტთან, მაგრამ იძულებული გავხდი დამეტოვებინა ონკოლოდიური სავადმყოფოს ტერიტორია. თუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დაუშვებ იმ ფაქტს, რომ ადვოკატებს დაავალდებულონ გამოწერონ ყოველი წლის ბოლოს ახალი დაცვის ორდერი ეს იქნება ადვოკატის დევნა, ვინაიდან ადვოკატს მოუწევს ხელშეკრულების გაფორმება თავის კლიენტთან ყოველი წლის დასაწყისში , რაც დააზარალებს მოქალაქის ინტერესებს. ბიძინას ხელისუფლებაში ვიღაც ჭკუათმყოფელს მოუვიდა " ბრძნული " აზრები რომელზეც მათ უნდა აგონ პასუხი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვუწოდებ ყველა ადვოკატს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ადვოკატის უფლებების შელახვა თითო დღით იშიმშილოს ყველა ადვოკატმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წინ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის გოგი გახარიას გადადგომამდე", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42