პრემიერი-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიუერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთის შემხვედრი ნაბიჯები სხვაგვარი აღმოჩნდა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთობლი პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დღეს რთული ვითარებაა.
„რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდა, მაგრამ პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს. რუსეთი კვლავ აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, რთული სიტუაციაა შექმნილი რეგიონში. მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯებისა რუსეთის მხარემ იგივე სულისკვეთებით არ გვიპასუხა. ამის მაგალითი გახლავთ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. დოკუმენტი. ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება ასევე სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ ამ გადაწყვეტილების გამო ვწუხვართ. სიტუაცი რთულია, მაგრამ ვინარჩუნებთ კონსტრუქციულ პოლიტიკას. ჩვენ გვჭირდება კონსტრუქციული პოლიტიკა ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთან. თუმცა ნათლად ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. როდესაც საქმე ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს კომპრომისზე არ წავალთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






