,,წინა სასესიო წელი დასრულდა იმით, რომ საქართველოს პარლამენტს ეყო გამბდედაობა და საღი აზრი იმისთვის, რომ გადაეწყვიტა საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან კარგია და მადლობა კიდევ ერთხელ ყველა კოლეგას როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან და ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს“- აღნიშნა გაბაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისია, რომელიც პრაქტიკულად შექმნილია, უმოკლეს დროში შეუდგეს მუშაობას.
,,ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე შეიძლება იყოს სირთულეები და ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, მოაწყოს შეხვედრა, სადაც შევიკრიბებით უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და ვისმჯელებთ პრაქტიკულად კომისიის შექმნასა და მუშაობის დაწყებაზე. გადაწყვეტილება უკვე მიღბულია, ამ გადაწყვეტილების შეცვლა და ტორპედირება, იმ გზით რომ კომისია საერთოდ არ ჩამოყალიბდეს, იქნება ძალიან დიდი უხერხულობა და სირცხვილი პარლამენტისთვის. იმისთვის, რომ ეს ძალიან არასურველი განვითარება ავიცილოთ თავიდან მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან მალე მოახერხოს შეხვედრის ორგანიზება, სადაც პრაქტიკულად ჩამოვყალიბდებით კომისიის შემადგენლობის და თავმჯდომარის შესახებ. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვართ მოქნილები, ამოჩემებული იდეები არ გვაქვს და შეხვედრის ორგანიზებასაც არაფერი უდგას წინ, რომ კომისიამ პრაქტიკულად მუშაობა დაიწყოს. შესაბამისად გვინდა ახლავე მოვუწოდთ პარლამენტის თავმჯდომარეს შედგეს ასეთი შეხვედრა“, -განაცხადა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






