თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ელბაქიძის აღმართზე მომხდარ ინციდენტზე GWP-ის რეაგირება დაგვიანებული იყო.
მისი თქმით, ინციდენტის მიზეზები შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიკვლიონ და თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვთა მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
როგორც ნარმანია ამბობს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იქ არსებული პრობლემის შესახებ GWP-ს აცნობეს, თუმცა მათ რეაგირება დააგვიანეს.
„ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ პრობლემა გამოწვეულია კომუნიკაციის გაუმართაობით და უყურადღებობით“, - განაცხადა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ საკრებულოს საპროექტო სამუშაოების სწრაფად დაწყების შესახებ დღესვე მიმართავს.
ელბაქიძის აღმართზე გზის მონაკვეთი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები






