ლანჩხუთში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში ძირითადად, კომისიის თავმჯდომარის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გელა კილაძის თანაკლასელებმა გაიმარჯვეს.
გამოცხადებული ხუთი ვაკანსიიდან 4 საჯარო მოხელის ვინაობა ცნობილია-ამათგან ორი - ნიკა კოზანაშვილი და ნუნუ სულაკაძე - გელა კილაძის თანაკლასელია. უცნობია მეხუთე გამარჯვებული საჯარო მოხელის ვინაობაც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ისიც გელა კილაძის კიდევ ერთი თანაკლასელი იყოს.
დასმულ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გელა კილაძე მისი თანაკლასელების გამარჯვებულთა შორის დომინირებას, ასე გვიპასუხა: "კითხვები წარმოადგინეთ წერილობით და ნებისმიერ კითხვაზე, რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს, გაგცემთ პასუხს" .
ლანჩხუთში-საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გასული წლის მიწურულს გამოცხადდა. კონკურსის მიზანი ლაჩხუთის საკრებულოში გამოცხადებული 5 ვაკანტური ადგილისათვის საჯარო მოხელეების შერჩევა იყო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შესული განაცხადების (სულ 92) გადარჩევის შედეგად 46 კანდიდატი შეარჩია, რომელმაც, კომისიის წევრების განცხადებით, მოთხოვნები დააკმაყოფილა.
კომისია ლანჩხუთში სულ 5 წევრისგან შედგებოდაა, მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირი იყო. სასულიერო გიმნაზიის პრორექტორი, მამა მირიანი ( ფირცხალაიშვილი). თუმცა მან, მოგვიანებით, კომისია დატოვა. გელა კილაძემ და მისმა თანაკლასელებმა 1986 წელს, ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლა დაამთავრეს.ოვა.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






