საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
17:00 საათზე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია იგეგმება.
17:30 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ პირველი ციფრულად აღდგენილი ქართული ფილმის თ. აბულაძის „ნატვრის ხის“ პრეზენტაცია გაიმართება. დღესვე 18:15 საათზე იგეგმება ტაავი რიივასის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
13 იანვარს, სამშაბათს 10:00 საათზე სასტუმროში „Radisson“-ში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმი გაიხსნება. 10:45 საათზე კი ტაავი რიივასი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შეამკობს.
მასალის გამოყენების პირობები






