,,იგრძენი განსხვავება!
ერთი ადამიანი თავისუფალ ქვეყანაში, თავისუფალი საბაზრო კონკურენციის პირობებში, თავისი ნიჭითა და უნარით აგროვებს ათეულობით მილიარდი დოლარის კაპიტალს და თქვენ და მე გვაძლევს წარმოუდგენელ საშუალებას, ეს ტექსტი დავწერო და დაწერიდან 2 წამში წაიკითხოთ (ან პირიქით).
ეს კაცი თავისი ქონების 95%-ს საზოგადოებას უკან უბრუნებს.
მეორე ადამიანი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, რეპრესიული მანქანის აპარატჩიკებსა და "კანონიერ ქურდებთან" ალიანსით, სხვათა სიცოცხლის ხარჯზეც კი, ახერხებს იშოვოს რამდენიმე მილიარდი დოლარი; და, შეპირებით, რომ თავის მილიარდებს მოახმარს საზოგადოებას, გვატყუებს (ან ცდილობს, რომ მოგვატყუოს) თქვენ და მე, ხელში იგდებს თავის "სამშობლოს" და ტოტალიტარიზმისა და უცხო ქვეყნის მონობისაკენ მიჰყავს იგი.
იგი თავის ფულს არ ხარჯავს, პირიქით, აშკარავდება, რომ იგი სწორედ "სამშობლოს" მომავლის ხარჯზე მდიდრდება“, - წერს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






