საქართველოში საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი საფრანგეთში ბოლო სამ დღეში მომხდარ ტერაქტებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
რენო სალენსის, თქმით აუცილებელია საფრანგეთის ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ტერორიზმის სართხე არსებობს და აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
"ყველამ, ვინც ცხოვრობს საფრანგეთში, უნდა იცოდეს, რომ საფრთხე არსებობს. პარიზსა და მის გარეუბნებში განგაშის დონე განსაკუთრებულად გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ მცხოვრები მოქალაქეები უკვე ფრთხილად არიან, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს. თუ ხედავენ მიტოვებულ ბარგს ან რაიმე საეჭვოს, ფანგი ხალხისთვის ეს უცხო არ არის. მსგავსი ფაქტები ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა, ამიტომ ჩვენს ხალხს უკვე აქვს გამოცდილება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, - განაცხადა რენო სალენსმა.
მასალის გამოყენების პირობები






