“ყველაზე ცინიკური ისაა, რომ შორენა გავაკრიტიკე ქალების დამცირებისთვის. ანუ გმირობაც კი არ ჩამიდენია. საქინფორმმაც გალანძღა შორენა იმისთვის, რომ საპატრიარქოს ბეჭდით უკანონოდ ისარგებლა და სააკაშვილს ახალი წელი მიულოცაო.
კაროჩე, ომიდან დაბრუნებულს ტროლეიბუსი რომ გაგიტანს – აი ისეა ჩემი საქმე.
მადლობას მიხდით, ან მოსაკლავად დამსდევთ არა იმის გამო, რასაც ვაკეთებ, არამედ იმის გამო, რაც არასდროს გამიფიქრებია, არათუ დამიწერია.
მე გავაკრიტიკე შორენას დაწერილი ტექსტი, რომელიც ამცირებდა ქალების, მათ შორის, მონაზონი ქალების ღირსებას.
რუსულმა პროპაგანდამ დამაბრალა, რომ მე ვითხოვდი მონაზვნების დაორსულებას.
ქართულმა ვაი-მედიამ რუსული პროპაგანდა გადაბეჭდა.დაიწყო დევნატრაგიკული ცირკია რასაც ვუყურებ.
ქართველებმა ჩემნაირი უბრალო აქტივისტები კი არა, ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძეც კი მოკლეს.ილია ჭავჭავაძეც აღიზიანებდა უმრავლესობას. ისიც უსიამოვნო სიმართლეს წერდა. განა რამე მიკვირს. უბრალოდ ამ კარგად ცნობილი ტრაგედიის ჩემთვალწინ გათამაშებას ვაკვირდები.“, – წერს ვაჭარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით ირაკლი ვაჭარაძემ საკუთარი ფეიბუქის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:
"ქალის მთავარი ფუნქცია შვილის ყოლაა" თქვა ილია მეორემ. ცნობილია, რომ მის ტექსტებს შორენა წერს. რა გამოდის?
ა) მონაზონი არაა ქალი ან,
ბ) ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა.
გ) ქალი, ვისაც შვილი არ ყავს, არის უფუნქციო, და ამასთანავე
დ) შარშან დაგმო ის უშვილო ქალები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით/სუროგაციით ხდებიან დედები.
ე) შორენა ვერ იტანს საკუთარ მოდგმას ან ვერ გარკვეულა თავად რა არის
ამიტომ, საპატრიარქოს უნდა ვაჩუქოთ:
1) ლოგიკის სახელმძღვანელო
2) ბიბლია
3) ადამიანის უფლებათა დეკლარაცია“, - წერდა ვაჭარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






