დავით ნარმანიამ და ლევან ყიფიანმა „თბილისი - 2015-ის“ მშენებარე ობიექტები დაათვალიერეს
პოლიტიკა - 16:40, 10 Jan, 2015     2197

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი - 2015-ის“ ჩასატარებლად მშენებარე სპორტული ობიექტები დაათვალიერა.

თსუ მაღლივ კორპუსთან მშენებარე ხელბურთის დარბაზის, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ საჩოგბურთო კორტების მშენებლობისა და ვერის საკალათბურთო დარბაზების რეკონსტრუქციის პროცესს დავით ნარმანია და ლევან ყიფიანი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

თბილისის მერის თქმით, სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს. მიუხედავად ზამთრის პერიოდისა, მუშაობა იმტენსიურად მიმდინარეობს, ყველა კომპანია გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში ჯდება, გარდა მცირედი გამონაკლისებისა, თუმცა, გაზაფხულზე ამინდის გაუმჯობესებისთანავე მუშაობის ტემპი მოიმატებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, ჩოგბურთის კორტი ოლიმპიადას 10 მოედნით და სრული ინფრასტრუქტურით მოემსახურება. ოლიმპიადის შემდეგ კი კორტები თბილისის მერიის მართვაში გადავა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ობიექტები გაზაფხულისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. მისივე განცხადებით, საქართველოში ამ რაოდენობის თანამედროვე კორტები ერთ სივრცეში არასოდეს ყოფილა და ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ოლიმპიადის შემდეგ შესაძლებელია ბაზაზე საჩოგბურთო სკოლა გაკეთდეს.

საჩოგბურთო კორტების მშენებლობის დასრულება მაისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ტრიბუნა გათვლილია 700 მაყურებელზე. კორტების მშენებლობაზე 6 249 000 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება კალათბურთის დარბაზს, სადაც ოლიმპიადის დროს გოგონების კალათბურთის ტურნირი ჩატარდება, მისი დასრულება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება. შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის და კონდიცირების სისტემა, უახლოეს ხანებში 2250 ადგილზე დამონტაჟდება სკამები. ობიექტის რეკონსტრუქციაზე 2, 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი - 2015-ის“ ფარგლებში მშენებლობა მიმდინარეობს, აგრეთვე, დიღომსა და თბილისის ზღვაზე. დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში, რომლის სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა გასულ კვირას დაათვალიერა, მძლეოსნობის ახალი სტადიონი, საცურაო აუზი, ფრენბურთის არენა და ტანვარჯიშის სასახლე შენდება. მიმდინარეობს, ასევე, ძიუდოს დარბაზის რეკონსტრუქცია ბელიაშვილის ქუჩაზე, ხოლო თბილისის ზღვაზე „ოლიმპიური სოფელი“ შენდება.

სულ ოლიმპიადის ობიექტებისა და საორგანიზაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, სპორტულ ობიექტებს აშენებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რისთვისაც დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტდან გამოიყო. სულ ოლიმპიადის საორგანიზაციო ხარჯები 60 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი - 2015“ მიმდინარე წლის ივლისში სპორტის 9 სახეობაში სხვადასხვა სპორულ არენაზე ჩატარდება. ესენია: მძლეოსნობა, ჩოგბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ძიუდო, სპორტული ტანვარჯიში, ცურვა, ველოსპორტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42