სასჯელაღსრულების მინისტრისა და ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მისივე განმარტებით, გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრა მომავალშიც იგეგმება.
ასოციაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ე.წ.უდოს კომისიასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს მინისტრი გაითვალისწინებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი სასჯელაღსრულების მინისტრმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის მზად არის.
"კანონპროექტი წარდგენილია პარლამენტში და თუ ვინმეს რამე აქვს გასაპროტესტებელი, უნდა გააპროტესტოს პარლამენტთან. თუმცა ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისათვის", - განაცხადა მღებრიშვილმა.
„ახლგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაის“ წაარმომადგენლებმა აქცია გამართეს და უდოს კომისიის გაუქმება გააპროტესტეს. ასოციაციის წევრის, ნიკა მემანიშვილის თქმით ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება აფერხებს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები






