არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერს მიმართავენ
პოლიტიკა - 13:50, 10 Jan, 2015     1445

სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ 8 იანვარს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. არასამთავრობოები პრემიერს და მთავრობას მიმართავენ ბრეგაძის თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობაზე იმსჯელონ.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს სახალხო დამცველმა დაგმეს ამგვარი რეაგირება ვაჭარაძის კომენტარებზე, როგორც არა მხოლოდ ორგანიზაცია "იდენტობას", არამედ ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მათ ხელისუფლებას ორგანიზაციის წევრების და მისი ყოფილი ხელმძღვანელის უსაფრთხოების დაცვისა და მათ მიმართ განხორციელებული მუქარების სამართლებრივი შეფასებისკენ მოუწოდეს. ყოველივე ამის ფონზე, შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური თანამდებობის პირის - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის საჯარო სივრცეში 8 იანვარს გაკეთებული განცხადება. საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის გამო, საჯარო მოხელის მიერ სამოქალაქო აქტივისტის შედარება ტერორისტების იმ ჯგუფთან, რომელთა შეიარაღებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა პარიზში, უადგილო და უპასუხისმგებლოა. ბრეგაძის განცხადება - "ამიერიდან ვაჭარაძე თავისუფლად შეგვიძლია ჩავწეროთ ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლ ექსტრემისტ-ტერორისტთა რიგებში", შეუსაბამოა დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო მოხელის ქმედებასთან.

ერთი მხრივ, მუქარის შემცველი განცხადებები რადიკალი ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფოს წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განცხადებები და დუმილი და უმოქმედობა სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მსგავსი მუქარებისა და შემდგომი ძალადობის გამართლება და ღია წახალისება.

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენელმა, ვისი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც ხელს შეუწყობს შეუწყნარებლობის წახალისებას განსხვავებული მოსაზრებების გამო. თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვის თავისუფლების პატივისცემა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რადგან დემოკრატიული საზოგადოება მოსაზრებათა პლურალიზმს ეფუძნება, ხოლო გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა სწორედ ხელისუფლების ვალდებულებაა.

მოგმართავთ, იმსჯელოთ თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე. შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილის მიერ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები ადრეც განხორციელებულა, რასაც მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. მთავრობის უმოქმედობა ბრეგაძის მიერ გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი საჯარო განცხადებების მიმართ, მათ შეწყნარებად შეიძლება იქნას განმარტებული და მათ მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში აქცევს", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: მედიის განვითარების ფონდი MDF; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI; კავშირი "საფარი"; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA; იდენტობა; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TI; საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS; უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი ECMI; ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი EMC; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი INC.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42