საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარეები "პედაგოგების დისციპლინური დევნის შესახებ" განათლების მინისტრის ბრძანებას აპროტესტებემ.
მარიამ რამინაშვილის და დავით ლაგვილავას ინფორმაციით, დოკუმენტი მასწავლებელთა წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.
„დემოკრატიულ სისტემაში „ყურში ჩურჩულს საფუძველზე მასწავლებლის დისციპლინური დევნა“ დაუშვებელია. ეს ძალიან ჰგავს 1937 წლის რეპრესიებს. ეს შექნის ძალიან ბევრ არაობიექტურ პრეცენდეტებს, ვინადან ზეპირი ინფორმაციებს მიწოდება მიმწოდებელს პასუხისმგებლობას არ აკისრებს და ამით ეს მექანიზმი შიძლება გადაიქცეს დასმენის გზით პირადი ანგარიშწოების საშუალებად. ამასთან სკოლის ხელმძღვანელობისათვის მარტივი ხდება არასასურველი კადრების მოშორება .ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი თავისთავად არეგულირებს დისციპლინური წარმოების წესს, სადაც ადმინისტრაციული წარმოების ყველა დეტალი გათვალისწინებულია. ხოლო პროკურატურის პროცედურების გადმოტანა განათლების სისტემაში მიზნად ისახავ ადმინისტრაციული წარმოებისთვის სისხლის სამართლის პროცესისთვის დამახასიათებელიო სიმძაფრის შეძენას“, - აცხადებენ საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარეები.
მასალის გამოყენების პირობები






