საქართთველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიაში გამართულ კონფერენციაზე - „ევროპის განვითარების წელი“ სიტყვით გამოვიდა.
"საქართველო დღეს სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოცი ან თუნდაც ორი წლის წინ; ამ ტრანსფორმაციას კი საფუძვლად უდევს ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამა, რომლის მიზანიცაა სანიმუშო მმართველობისა და ინსტიტუციური დემოკრატიის დამკვიდრება," -ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ევროპის განვითარების წლის“ სპეციალური პანელისმონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და, ზოგადად,საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით განახორციელა.
„ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ელიტური კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულთა სასარგებლოდ არსებულიეკონომიკის მოჯადოებული წრის გასარღვევად. საფუძველი ჩავუყარეთ ნამდვილ დემოკრატიას, რომლის მმართველობის სისტემაცუფრო ღია და გამჭვირვალეა, ხოლო ანგარიშვალდებულება გაზრდილია და დაცულია კანონის უზენაესობა. გავაძლიერეთდემოკრატიული ინსტიტუტები და დავნერგეთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ქმედითი მექანიზმები. ჩვენი ახალი კონსტიტუციისთანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება დეცენტრალიზებულია და გაზრდილია ანგარიშვალდებულება მმართველობის ყველადონეზე. დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებელია. მიმდინარეობს კანონპროექტების წარდგენა, რასაც მოსდევს დებატებიდა ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ხელისუფლებამ აამოქმედა ადამიანის უფლებათა სტრატეგია; განამტკიცა კანონის უზენაესობა, რისთვისაცუზრუნველყო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ბრალდებულებისთვის მეტი უფლების ინსტიტუციონალიზაცია;წერტილი დაესვა ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობას, ასევე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ციხეებში, - ეს იმმიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც პრემიერმა გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა.
მთავრობის მეთაურს ეამაყება, რომ საქართველო, რომელიც კორუმპირებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, მსოფლიოში ერთ-ერთყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ გადაიქცა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებებისადმი ერთგულება გამოამჟღავნა.
ყველა რეფორმის მამოძრავებელი ძალა, პრემიერ-მინისტრის თქმით, არის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა დაევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც აერთიანებს ქართველ ხალხს და მათ პოლიტიკურ წარმომადგენლებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ამ პროცესის გაგრძელების ამბიცია და სურვილი, გახდეს რეგიონში ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციის ძალის მაგალითი.
,,ეჭვი არ გვეპარება, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რომელიც არის კიდეც საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, საბოლოოდგარდაქმნის საქართველოს აბსოლუტურად სტაბილურ და ფუნქციონალურ, პლურალისტულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ,კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმებითა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით. გარდა ამისა, ეს პროცესი გზასგაუხსნის საქართველოს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და გაზრდის ქვეყნის მომხიბვლელობას პირდაპირიუცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, ახალისამუშაო ადგილების შექმნასა და ჩვენი მოქალაქეებისათვის პერსპექტივის გაჩენას“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც საქართველომ ათასწლეულის განვითარების მიზნებისმისაღწევად გადადგა. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნების ღია სამუშაო ჯგუფის ინიციატივას17 ახალ მიზანთან დაკავშირებით და მზად არის გამოცდილების გაზიარებისთვის, თავისუფალი არჩევნების ჩატარების,კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოების სექტორის რეფორმისა და იურიდიული დახმარების ჩათვლით.
პრემიერმა მიღწევებთან ერთად იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომლებიც ჯერ ისევ არსებობს.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავია ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მისგან მომდინარე პრობლემები, რომლებიცდაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან. საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობებიყველა მეზობელთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რისთვისაც ჩვენ ამდენივიბრძოლეთ. ჩვენ გადავდგით მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომლებიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობისდეესკალაციისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას არ მოჰყვა თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენგანუხრელად მივყვებით შერიგებისა და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის გზას, და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ხელოვნური ბარიერის მიღმამცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში - სიღარიბის აღმოფხვრასა დასტაბილურ განვითარებაში. ამისთვის ჩვენ შევქმნით ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველა საქართველოსმოქალაქეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც კონფერენციაზე უმაღლეს დონეზე იყო მიწვეული.
მასალის გამოყენების პირობები






