საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ავრცელებს იმფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინას წელს შესაძლო დეფოლტი ელის. გასული კვირის მონაცემებით უკრაინის ფასიანმა ქაღალდებმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ასევე აღსანიშნავია ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი გასული წლის მანძილზე, რომელიც 33%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის სავალუტო რეზერვების მოცულობა 10 მილიარდ დოლარზე ქვევით დავიდა, რაც მეტწილად არასტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ, ომმა და გრივნის კრიზისმა გამოიწვია. გრივნა გასულ წელს 48%-ით გაუფასურდა, ერთი აშშ დოლარი 2014 წლის დასაწყისში 8 უკრაინული გრივნა ღირდა, ხოლო დღეისათვის ერთი აშშ დოლარი 15,7 გრივნა ღირს.
The Finicial Times-ი იტყობინება: გრინვის გაუფასურებისა და ქვეყანაში არსებული რეცესიის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის საგარეო ვალმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 90%-ს გადააჭარბოს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მიუღებელია. უკრაინის დეფოლტის თავიდან ასაცილებლად სჭირდება $15 მიალიარდი, რისთვისაც უმსხვილესმა დონორმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მას ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინონ.
მასალის გამოყენების პირობები






