პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 13:54, 09 Jan, 2015     1595

საქართველოს ევროპული გზა, რიგის სამიტის პერსპექტივები და ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ანდრის ბერზინშის შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში ჯერ პირისპირ, შემდეგ - გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

მხარეებმა ისაუბრეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაგმეს ანალოგიური შინაარსის დოკუმენტის გაფორმება აფხაზეთთან.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, რიგის სამიტზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენოს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა გასულ წელს საქართველოში ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის ვიზიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც თბილისში გაიმართა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმი, ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმებს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის; გაიმართა მრგვალი მაგიდა საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით;

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლატვიის პრეზიდენტმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42