საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება კონფერენციას სახელწოდებით „ევროპის განვითარებისთვის“ სადაც მოგვიანებით სქართველოს პრემიერი სიტყვითაც გამოვა.
ლატვიის ვიზიტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინსტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით ეს საკმაოდ წინ გაგადგმული ნაბიჯია მოახლოებული რიგის სამიტისთვის.
„მკაფიოდ გამოკვეთილია მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი ამ ვიზიტის არის ის, რომ საქართველო წარმოდგენილია როგორც ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან“.
ვიზიტთან დაკავშირებით იასუბრა ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ, მისი თქმით კონფერენცია მიეძღვნება ევროპის განვითარების წელიწადს, ეს პროექტი კი მიმართულია განვითარებადი ქვეყნებისადმი, რადგან ევროკავშირი, ამ საკითხს, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს.
მასალის გამოყენების პირობები






