ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს - პრემიერი
პოლიტიკა - 12:21, 09 Jan, 2015     1889

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები - ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეხვედრის ძირითადი თემები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის მიაწოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის შემდეგ, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც გეგმავს და ამ საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი პირების მკაფიო პოზიცია უმნიშვნელოვანესია.

მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს.

პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პროცედურების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველო რიგის სამიტზე წარმატებული მაგალითი გახდება.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის - „ევროპის განვითარების წელი“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც რიგაში დღეს გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42