,,ასეთი მასშტაბური ღონისძიება საბრძოლო მომზადებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ გამართულა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ შავი, ბალტიისა და ხმელთაშუაზღვის გემები: კრეისერი ,,Москва", სამხედრო ხომალდი ,, Североморск", საპატრულო ხომალდები - ,, Сметливый", ,,Ярослав Мудрый", დიდი სადესანტო ხომალდები ,,Саратов", ,, Азов", ,, Калининград", ,,Александр Шабалин" აგრეთვე ავიაცია და ოთხი სამეთაური შტაბი"- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ექსპერტების აზრით, ეს არის ყველაზე მასშტაბური სწავლებები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მეტ-ნაკლებად სერიოზული სწავლებები რუსეთმა გამართა 2009 წელს შავი და კასპიის ზღის ფლოტების ტაქტიკური მოქმედებების დასამუშავებლად, სახელწოდებით: ,,კავკაზ - 2009".
საკუთარ მოსაზრებებს ექსპერტები სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავენ, მათი ვარაუდით, ეს შეიძლება ჩაითვალოს მუსკულების თამაშად და ფუჭ მცდელობად, მოახდინონ რუსული ფლოტის ძალების დემონსტრირება. ამდენად, აღნიშნულ სწავლებებს ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ.
,,რუსულ ფლოტს, მოცემულ სიტუაციაში არ შესწევს უნარი, შეასრულოს გლობალური ამოცანები", - მიიჩნევს მწერალი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ალექსეი ისეავი.
,,ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტთან სერიოზული დაპირიპისრების შემთხვევაში, ოთხივე ეს რუსული ფლოტი, სულ რამოდენიმე წამში, პირწმინდად იქნება განადგურებული. ალბათ ეს სწავლებები მიზნად ისახავს, უფრო, სამხედრო ფლოტის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას"- აღნიშნავს ისაევი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე ლოკალური კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის, შეიძლება ეს იყოს ძალის დემონსტრირება მხოლოდ ამ ტიპის კონფლიქტების დროს. ისაევი აქვე მიუთითებს, რომ ,,ეს სწავლებები შეუძლებელია ჩაითვალოს ძალის დემონსტრირებად ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის".
მასალის გამოყენების პირობები






