"გუშინ იყო ერთი კარიკატურა, დღეს უკვე ასეულობით კარიკატურაა - ძალადობა შედეგს ვერ აღწევს"
პოლიტიკა - 21:19, 08 Jan, 2015     2527

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალადობა არაფრის პასუხი არ არის. ძალადობს მხოლოდ სუსტი, საკუთარი კომპლექსების დასამალად და გადასაძალად.

ძალადობით შედეგი რომ არ მიიღწევა დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა -- გუშინ იყო ერთი კარიკატურა, რომელიც სულ რამდენიმე ათასმა ადამიანმა ნახა, დღეს უკვე ასეულობით კარიკატურაა რომელსაც ათეულობით მილიონი ადამიანი ნახულობს, და ხვალ ათასობით გაჩნდება რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნახავს. ამ ჟურნალის შესახებ ასევე შესაძლოა მხოლოდ მისმა მკითხველმა იცოდა, დღეს ალბათ მსოფლიომ იცის.

ყველა მოძალადისთვის ასეთი გაკვეთილები ყოველდღიურად იქმნება.

ძალადობა შედეგს ვერ აღწევს.

სიკეთე, სიყვარული, თავისუფლებისთვის ბრძოლა კი მუდამ იმარჯვებს. ჩვენ ბევრნი ვართ. გაცილებით მეტნი ვიდრე მოძალადენი და ყოველი ჩვენგანის მოკვლის შემდეგ ასობით და ათასობით ამოვიზრდებით ხოლმე.

ასეთია თანამედროვე სამყაროს ლოგიკა. ლოგიკა მარტივი და მარადიული. სიყვარული, სიკეთე, თავისუფლება კარგია, გამშვიდებს, გაბედნიერებს, მისთვის სიკვდილის მომენტშიც კი მშვიდი და ბედნიერი ხარ.

ბოროტი დევების ამბავი, ბავშვობაში ზღაპრებში რომ წაგვიკითხვას, ერთ მოჭრილ თავზე ასი რომ ამოდიოდა მხოლოდ ზღაპრებში ხდება.

სიკეთე იმარჯვებს, სიკეთე მრავლდება, სიკეთეს ბოლო, საზღვარი არ აქვს“, - წერს ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42